logo
ENG



ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი: მივმართავთ ოცნებას, გადადოს ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა

28 აპრ 202420:44
3 წუთის საკითხავი
 
ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი: მივმართავთ ოცნებას, გადადოს ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ქართულ ოცნებას მიმართავს, "პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით" ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა გადადოს.

მათი თქმით, თუ ოცნება მოსმენას არ გადადებს, "ყველა გართულებასა და მის შედეგზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება".

"მივმართავთ ქართულ ოცნებას, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.

ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მითუმეტეს როდესაც თვითონ ქართულ ოცნებას იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრ აქცია.

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ ოცნებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ, 29 აპრილს ქართული ოცნება კონტრაქციას გამართავს, დილიდან კი პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვას იწყებს.


close დახურვა