სროლის ხმა ისმოდა ერაყის დედაქალაქში, სადაც უკვე ერთი თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დემონსტრაციის დაშლის მიზნით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს. დაპირისპირების ეპიცენტრი კვლავ ხიდია, რომელიც აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ.
გასული 24 საათის განმავლობაში შეტაკებების შედეგად 13 დემონსტრანტი დაიღუპა. ბაღდადში აშშ-ის საელჩომ უიარაღო მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო და ხელისუფლებას ხალხთან დიალოგისკენ მოუწოდა.