თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს.
ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მდგრადი მშვიდობის დამყარებას.
"სულ დასაწყისიდან წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ მოლაპარაკებების გზით ომი დავასრულოთ. მზად ვართ, ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელშიც რუსეთიც იქნება ჩართული", - განაცხადა ერდოღანმა.
უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში დღეს ჩავიდა. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მადლობელია თურქეთის უკრაინისადმი საიმედო მხარდაჭერისთვის.