logo
ENG



ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტი არ შეუშვეს

06 ივლ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ეროვნულ გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ. გამოცდაზე პირველი ნაკადი უკვე შევიდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით აბიტურიენტებს ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულება მოუწიათ.

მუხიანის 175-ე სკოლაში მოწყობილ  საგამოცდო ცენტში ერთ-ერთი აბიტურიენტი გამოცდაზე დაგვიანებით მივიდა, რის გამოც ის გამოცდაზე აღარ დაუშვეს. მშობლის განცხადებით, ისინი თიანეთიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩამოვიდნენ და სწორედ ტრანსპორტის განრიგი გახდა მათი დაგვიანების მიზეზი.

ამავე ცენტრში ერთ-ერთ აბიტურიენტს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდა და ის გამოცდაზე მხოლოდ განმეორებით თერმოსკრინინგის შემდეგ შეუშვეს.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდას წელს 40 ათასმდე აბიტურიენტი აბარებს.

 

 


close დახურვა