ერიკა ბადუ ონლაინ კონცერტებს იწყებს. წარმოდგენებისთვის მუსიკოსი საკუთარ ონლაინ პლატფორმას ამზადებს, რადგან მისი თქმით, არსებული საშუალებებიდან მის მოთხოვნებს ვერც ერთი აკმაყოფილებს.
ბადუ, რომელსაც წელს 8 თვიანი მსოფლიო ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, რამდენიმე ონლაინ კონცერტს ჩაატარებს. წარმოდგენები ცოცხალი მუსიკის და სპეციალური განათების თანხლებით გაიმართება. კონცერტის მოსასმენად მსურველებს 1 აშშ. დოლარის გადახდა მოუწევთ.