logo
ENG



ერმაკი: თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით

20 იან 202419:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/20/06595yudtkstux1.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, თავდაცვითი პოზიცია უკრაინას ომის გაყინვამდე მიიყვანს, რასაც ქვეყანა ვერ დათანხმდება.

ამის შესახებ ერმაკმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"შეუძლებელია თავდაცვითი ომის წარმოება. თავდაცვით პოზიციაზე გადასვლა ხშირად გაყინულ კონფლიქტს იწვევს. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვხედავთ. არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს.

გამოსავალი არ მდგომარეობს იმაში, რომ გავჩერდეთ. რეალისტები, ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა ვიყოთ და არ უნდა გავჩერდეთ. სიტუაცია ფრონტზე უდავოდ რთულია, მაგრამ ჩვენი ხალხის მოტივაცია, ჩვენი ჯარისკაცების მოტივაცია ძალიან მაღალია", - ამბობს ერმაკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა დასავლეთის ქვეყნებს მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.


close დახურვა