უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მისი თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"რუსებმა ხარკივზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. სკოლის ტერიტორიას დაარტყეს, შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია. მსხვერპლი არ არის, საბედნიეროდ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
დღეს დილით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის დროს, ხარკივზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ცეცხლის ქვეშ მოექცა.
გუშინ, აფეთქებები ოდესის რეგიონში მოხდა - რუსებმა რაკეტები სამხრეთ რეგიონის მიმართულებით გაუშვეს. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა სამშაბათს კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.