logo
ENG



ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

16 ოქტ 202016:49
3 წუთის საკითხავი
 
pm592xop6ye3v4f.jpg

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე Facebook-ზე აქვეყნებს. 

განცხადებაში წერია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა რეკომენდაციების სრული დაცვით, კლასტერული პრინციპით მუშაობდა და ისევ შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას.

"ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით, მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის - მით უფრო პიროვნება რამდენიმე დღეა რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად ეროვნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით დაწესებული, ძალიან შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. ჩვენს ძვირფას თანამშრომელს კი მალე გამოჯანრთელობას ვუსურვებთ", - წერს კეკელიძე Facebook-ზე.

დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 246 ადამიანი, ხოლო 11 გარდაიცვალა

​NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 9 317 PCR ტესტირება ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.


close დახურვა