logo
ENG



ეს ინფორმაცია არ მქონდა - აბაშიძე რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე

30 ნოე 201910:36
3 წუთის საკითხავი
 
e8g7xklydclgy2s.jpg

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის მოლაპარაკების ფორმატში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით დაბრუნდა საქართელოში. როგორც მან "ფორმულას" განუცხადა რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია. 

"იქ მოვისმინე მოკლე კომენტარი იმაზე, რომ სავიზო ცენტრთან, რომელიც ბოლო ორი წელია, რას გასცემს რუსეთის ვიზებს, გათვლისწინებულია რუსული ენის სწავლების კურსების გახსნა. ასევე კომერციულ საწყისებზე. ეს ინფორმაცია არ მქონდა და შემოვიფარგლე მოკლე კომენტარით. ვუთხარი, რომ დავბრუნდები და დავინტერესდები, რა არის ეს", - აღნიშნა აბაშიძემ. 

აბაშიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხსაც შეეხო და როგორც განმარტა, სწორედ ეს თემა იყო შეხვედრის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ამბავი. 

"პირველი თემა გახლდათ ეს, რომელზეც ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შეხვედრის დასაწყისშივე. ვისაუბრეთ მასზე საკმაოდ დეტალურად. კარასინმაც გააკეთა კომენატარი იმაზე, რომ იმედი აქვს გაფრინდაშვილს უმოკლეს ხანებში და უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. კონკრეტული ვადები არ დასახელებულა", - აღნიშნა აბაშიძემ. 


close დახურვა