ნაზი ჯანეზაშვილი ნინო ქადაგიძის კანდიდატად შერჩევას თეატრალიზებულ შოუს უწოდებს. როგორც მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, თავიდან საბჭო მხარს უჭერდა შალვა თადუმაძეს, თუმცა საბოლოოდ კანდიდატად ნინო ქადაგიძეს უყარეს კენჭი.
„ეს იყო სპექტაკლი, თეატრალიზებული შოუ - ეს არ არის შთაბეჭდილება, ეს არის შოუ, რომელიც დადგეს მოსამართლეებმა. ისინი აბუჩად იგდებენ სასამართლო სისტემას, თავიდან მხარს უჭერდნენ თადუმაძეს და აი, რატომ იყო ეს შოუ - მალე, როგორც კი დასრულდა კონსულტაციები, დაიწყო საბჭოს სხდომა და გამოიტანეს საკითხად, ვინ უნდა წარდგენილიყო კანდიდატად პარლამენტში. ოთხმა ადამიანმა დაასახელა ქადაგიძის კანდიდატურა და ბიულეტენებშიც იყო მხოლოდ ქადაგიძე მაშინ, როცა თავიდან ძალიან უჭერდნენ მხარს თადუმაძეს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლედ დრეს აირჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.