logo
ENG



ეს სია უნდა ჩავარდეს - მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში გრძელდება

05 ნოე 201908:02
3 წუთის საკითხავი
 
5ioiojvp3orrqhc.png

 

მოსამართლეობის  კანდიდატების მოსმენა დღესაც გრძელდება. ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმენენ. ქოჩიაშვილი "რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლეობით არის ცნობილი. საქმე ეხება ნინო ნიჟარაძის სარჩელს, რომლითაც ის "რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორსა და სხვა მფლობელებს სასამართლოში უჩიოდა. ლაშა ქოჩიაშვილის სახელთან არის დაკავშირებული "რუსთავის ფოლადის" საქმეც, კერძოდ, მას კომპანია ადანაშაულებდა, რომ დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა. აღსანიშნავია, რომ ლაშა ქოჩიაშვილი არის ერთ-ერთი ის მოსამართლე, ვინც 2017 წლის 31 მარტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, ასოციაცია "მოსამართლეთა ერთობა" დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, მოსამართლეების კანდიდატების სია კლანის მიერ არია შერჩეული და ამ შემთხვევაში პარლამენტის ერთადერთი გამოსავალი სიის ჩაგდებაა.

„ყველა ადამიანი, რომელიც მოხვდა 20-კაციან სიაში არის ხელით სართითაოდ შერჩეული კლანის მიერ. ამ სიაში არიან იმიტომ, რომ ისინი აწყობთ მურუსიძე-ჩინჩალაძეს, ამიტომ პარლამენტს აქვს ერთადერთი გამოსავალი, ეს სია უნდა ჩავარდეს“,-განაცხადა ანა დოლიძემ.


close დახურვა