logo
ENG



ესაა პირველხარისხოვანი პრობლემა - ბათუმში ქაოსური მშენებლობა გააპროტესტეს

15 თებ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 
6b6haarxai0mj3p.jpg

ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები მორიგ აქციას მართავენ. ამჯერად ისინი ქაოსურ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ​ბათუმი რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობამ შესაძლოა კონცხის ჩამოშლა გამოიწვიოს. აქტივისტემბი დარწმუნებულები არიან, რომ ქალაქი იერსახეს კარგავს და ეს იმიტომ ხდება, რომ კონკრეტული მშენებარე კომპანიების მფლობელები დაახლოებულნი არიან ბიძინა ივანიშვილთან. 

"ეს ქაოსური მშენებლობები ხდება იმიტომ, რომ ეს არაა არჩეული ხალხი. ესენი არიან ნაყიდი და დანიშნული ხალხი, ვინც ასეთ მშენებლობას თანხმდება", - აცხადებს ჯემალ ქიქავა. 

აქციის მონაწილეების თქმით, იქ, სადაც ცათამბჯენი უნდა აშენდეს, ქალაქის ისტორიული ნაწილია, სადაც ასევე მდებარეობს კანიონები. მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმბოლურად, ხის ნერგები დარგეს და ამ გზით გამოხატეს მეტი გამწვანების სურვილი.

"ესაა პირველხარისხოვანი პრობლემა არამარტო ბათუმისთვის. ადამიანები ისტორიის ხარჯზე ცდილობენ მეტი ფულის გაკეთებას, - განაცხადა აქციის მონაწილე შოთა გუჯაბიძემ.

 


close დახურვა