logo
ENG



ესაა პოლიტიკური მასკარადი - ჯაფარიძემ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სიცხე გაუზომა

08 მაი 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი ადმინისტრაციის თანამშრომლებს შენობაში შესვლამდე ტემპერატურას უზომავდნენ. პარტიის წევრების თქმით, ამით იმის თქმა სურდათ, რომ კოვიდ-19 ის შესაჩერებლად მთავრობის მიერ მიღებული ზომების ნაწილი აბსურდულია

"აქციის მიზანი იყო ის, რომ თუ ვინმეს კიდევ სჯერა, რომ რაღაც თერმოსკრინინგით და არა მხოლოდ, მათ შორის ბლოკპოსტებით, ქუჩების რეცხვით, მანქანაში ერთად ჯდომის აკრძალვით ვირუსი ვრცელდება, მათთვის გვეჩვენებინა რამდენად აბუსრუდლია ეს ყვეალფერი. მათ შორის გვეჩვენებინა ის, რომ მთავრობა მილიონობით ადამიანს კვირობით სიცხეს უზომავს და ამას ფუთავს ისე თითქოს განსაკუთრებულ რამეს აკეთებს, ვაჩვენეთ რომ ეს ყვეალფერი სიგიჟეა. ამას სინამდვილეში ვირუსის შეკავებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ესაა პოლიტიკური მასკარადი. 9 საათზე იწყებენ იდეაში მუშაობას, მე ვიყავი 09:15 წუთამდე და სულ 11 კაცი შევიდა იმ შენობაში",-აცხადებს ზურა ჯაფარიძე. 


close დახურვა