logo
ENG



ესპანეთის საგარეო: უახლოეს მომავალში უკრაინას Leopard-ის 6 ტანკს გადავცემთ

22 აპრ 202315:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/22/umiby3k2bi1wod3.jpg

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ესპანეთი უახლოეს მომავალში უკრაინას Leopard-ის 6 ტანკს გადასცემს.  

"ესპანეთი უკრაინას დაპირებული 10 Leopard 2A4 ტანკიდან 6-ს უახლოეს მომავალში გადასცემს. ამის შემდეგ იქნება მეორე პაკეტი კიდევ ოთხი ტანკით.

ესპანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ეს [მხარდაჭერა] მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, ლტოლვილების მიღებას და თავდაცვითი იარაღის მიწოდებას", - თქვა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ესპანეთი თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, Leopard-ის ტანკების მიწოდება უკრაინისთვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ესპანეთი უკრაინას დამატებით 20 ჯავშანტრანპორტიორს მიაწვდის.


close დახურვა