logo
ENG



ესტონეთის საგარეო მინისტრი დარჩიაშვილს: მიეცით სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობის საშუალება

12 იან 202312:31
3 წუთის საკითხავი
 

11 იანვარს, საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ურმას რეინსალუ და ილია დარჩიაშვილი Twitter-ზე წერენ.

დარჩიაშვილის Twitter-ზე გამოქვეყნებული გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, საუბარი ეხებოდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხს და ესტონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფების გზაზე.

"ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა", - წერს დარჩიაშვილი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, დარჩიაშვილთან უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერებისა და უკრაინისთვის საჭირო დახმარების საკითხებზე ისაუბრა. ამასთან, რეინსალუ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერა გამოხატა, ასევე შეშფოთება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, რომ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

14 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.


close დახურვა