logo
ENG



ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი დასავლეთს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს

11 მარ 202316:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/a5es2nh0dgip49z.jpg

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი დასავლეთს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს.

კალიულაიდის თქმით, დასავლეთი უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაეხმაროს, რათა რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება დაახლოვდეს.

"თუ უკრაინელები ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ საბრძოლო თვითმფრინავები, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. უკრაინის ფრონტზე ყოველდღიურად 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, 300-მდე კი შავდება", - აცხადებს კალიულაიდი.

ამასთან, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას დიდი სამხედრო მხარდაჭერა გაუწია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა