logo
ENG



ექთანის ანაზღაურება 240 ლარია - უხელფასო გმირები დროების ეთერში

12 ივლ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

ჩვენი დროის უხელფასო გმირები ჩხობაძის სახელობის კლინიკის თანამშრომლები არიან. "დროების" გადამღები ჯგუფი ქუთაისის საავადმყოფოში იმ დროს მივიდა, როცა მედპერსონალი დირექტორთან გეგმავდა შეხვედრას და მიზერული პრემიების დარიცხვის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

რამდენი აქვს ხელფასი გმირ ექთანს? - 240 ლარი. პრემია რამდენი აიღეს? - 50, 100, 150 ან მაქსიმუმ 260 ლარი. არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ მისცეს ნანატრი პრემია. ნახეთ პარადოქსების ქვეყნის უხელფასო გმირები "დროების" სიუჟეტში. 


close დახურვა