logo
ENG



ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, საჭიროა მეტი ტრენინგი - ცერცვაძე

09 მაი 202017:22
3 წუთის საკითხავი
clock 706

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში ​მედიკოსებთან შეხვედრა გამართა.

კლინიკაში, ამ დროისათვის 14 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკური მართვის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო მკურნალობის მეთოდებს, ასევე ​ეპიდსიტუაციაც შეაფასა.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 72 კოვიდინფიცირებული ექიმია. 

"ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მე ვიცი, რომ 72 ექიმია. ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს. მას თითქოს დაუდასტურდა ვირუსი და ახლა დამაზუსტებელი კვლევა მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, და პროცენტი თითქოს მაღალია - საუბარია 10%-ზე მეტზე, მაგრამ ესეც იმიტომ არის მაღალი, რომ სულ 660 ინფიცირებულია. შესაძლოა საჭირო იყოს მეტი ტრენინგები", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა PCR ტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის ტესტს შეიძლება გარკვეული ცდომილება ჰქონდეს, თუმცა ხსენებული ტესტი სხვებზე სანდოა. 

"მედიცინა არ არის მათემატიკა. მედიცინაში არაფერი არის 100%-იანი და გარანტირებული, იმიტომ რომ ცოცხალ ადამიანთან და ორგანიზმთან გაქვს საქმე. ტესტი იმიტომ ითვლება ოქროს სტანდარტად, რომ ის სხვებს სჯობია. ცდომილება შეიძლება უამრავი მიზეზით", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 626-მდე გაიზარდა


close დახურვა