logo
ENG



ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიასთან აქციაზე სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა დააკავეს

05 ნოე 202020:58
3 წუთის საკითხავი
 

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილე, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს. კუპრავა მოქალაქეებთან ერთად არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა და შედეგების ხელახლა გადათვლას მოითხოვდა. აქციაზე სულ 4 ადამიანია დაკავებული. 

საბურთალოს გარდა, დღეს მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს ქუთაისის, ისნის და მთაწმინდის საოლქო კომისიებთან. დემონსტრანტების მოთხოვნა იგივე იყო: ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრების განხილვა და შედეგების ხელახალი გადათვლა. 

დღეს აქცია გაიმართა ცესკო-ს ოფისთანაცსირცხვილიას წარმომადგენლებმა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა და აუცილებელია, უშუალოდ გაყალბების პროცესში ჩართული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

მიმდინარე კვირის განმავლობაში მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით არაერთ საოლქო კომისიასთან გამართეს საპროტესტო აქციები. მათი თქმით, ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური დარღვევების მიუხედავად, ოპიზიციის წარმომადგენლების მიერ დაწერილ საჩივრებს საოლქო კომისიები განხილვის გარეშე ტოვებდნენ. 

არჩევნების შედეგებს აპროტესტებს ოპოზიციაც. უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ცესკო-ს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების გაპროტესტების საფუძველზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი პერმანენტულ მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. 


close დახურვა