ვაკის პარკში განთავსებული საბავშვო ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა. ატრაქციონს რკინის კონსტრუქცია სწორედ მაშინ მოძვრა, როდესაც ის დაძრულ მდგომარეობაში იყო.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ვაკის პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიმდინარეობს მოკვლევა თუ რამ გამოიწვია ეს შემთხვევა.
"დაძრულ მდგომარეობაში იყო. მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი. ერთი გონდოლა მოწყდა. რა მოხდა ვერ ვხვდებით, რადგან შემოწმებული ატრაქციონია. ახალი ატრაქციონია - 2016 წლის, იტალიურია. შიდა მოკვლევა გვაქვს და ველოდებით ხვალ ექსპერტიზას, რომ გვითხრას რა მოხდა. არავინ დაშავებულა, გონდოლა ცარიელი იყო", - ამბობენ პარკის ადმინისტრაციაში.