logo
ENG



ვანო მერაბიშვილი სააკაშვილზე: მიშა სააკაშვილი ჩემი საუკეთესო მეგობარია

21 თებ 202011:56
3 წუთის საკითხავი
 

"მიშა სააკაშვილი ჩემი საუკეთესო მეგობარია",- ასე შეაფასა ყოფილმა შსს-ს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მისი მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პირადად შეხვდეს მესამე პრეზიდენტს, როგორც მერაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ის მზადაა ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიაროს კონსულტაციები. მათ შორის შეხვდება მიხეილ სააკაშვილსაც. 

"ყველას აზრს მოვისმენ, გავიზიარებ. ჩემს რჩევას მივცემ და ჩვენ მეგობრებად დავრჩებით. აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს“, -აღნიშნა მერაბიშვილმა.

ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის შეფასებას მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქ" ლაივში გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მერაბიშვილი პატივისცემას იმსახურებს. 

"ეს ადამიანი 7 წელი წამების პირობებში იმყოფებოდა, რადგან სამარტოო საკანი წამებაა. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, მაგრამ მერაბიშვილი მაინც არ გატყდა. ამიტომ იმსახურებს დაფასებას და პატივისცემას, ჩემგან იმსახურებს ძალიან დიდ მადლიერებას. იმის ნაცვლად, რომ უცხოეთში წასულიყო და მშვიდად ყოფილიყო, უარი თქვა ხელისუფლების შემოთავაზებაზე. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ახლა შერიგებისა და ყველას ერთიანობის დროა. არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის", - აღნიშნა სააკაშვილმა. 


close დახურვა