logo
ENG



ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე:ველოდებით, რომ ამ კვირაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა

02 დეკ 201908:51
3 წუთის საკითხავი
 
jm1tz0w18xvje3i.png

მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს. ამის შესახებ  ინფორმაცია „ფორმულას“, მისმა მეუღლემ მიაწოდა. ექიმის გათავისუფლებაში ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურები არიან ჩართული. ამ დროისთვის ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

როგორც „ფორმულას“ ექიმის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განუცხადა, ელოდებიან, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო გაფრინდაშვილის სხდომას ამ კვირაში გამართავს.

„ველოდებით მაქსიმუმ ოთხშაბათს სასამართლო ჩაინიშნოს ან რაღაც სხვა მოხდეს ისეთი, რაც ვაჟას გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. ყველაფერი გამომდინარეობს ბატონი აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის შემდეგ გაჟღერებული ინფორმაციის, რომ ძალიან მალე მოხდება ვაჟას გათავისუფლება და ყველას ამის იმედი გვაქვს“, - აცხადებს ექიმის მეუღლე. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ის 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს.


close დახურვა