logo
ENG



ვაჟა სირაძე: გავაფრთხილეთ მოქალაქეები, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას

18 ნოე 201920:04
3 წუთის საკითხავი
 
31u82c7p4dhvvjd.jpg

გავაფრთხილეთ მოქალაქეები, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, - ამის შესახებ განცხადება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, პოლიციამ პარლამენტის შენობის შესასვლელების გახსნა მოახდინა. ხოლო ის პირები, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს, დაკავებულები იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით.

„გავეცით არაერთი გაფრთხილება. მასზედ, რომ მათი ქმედება, ის რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება ჰქონდათ მოხდენილი არის უკანონობა. კერძოდ, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევა. ჩვენ შევედით მათთან კომუნიკაციაში, მოლაპარაკებაზე. გავაფრთხილეთ ამის შესახებ, ვაცნობეთ რომ ეს იყო უკანონო ქმედება, რის შემდეგაც ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას და შესაბამისად გამოყენებული იქნა პოლიციური ძალები. პოლიციამ პარლამენტის შენობის შესასვლელების გახსნა მოახდინა. ის პირები, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს, დაკავებულები იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით. ბოლო მონაცემებით 18 პირი იყო დაკავებული, რის შემდგომაც დაემატა რამდენიმე პირი, რომელსაც მოგვიანებით მოგახსენებთ,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.


close დახურვა