logo
ENG



ვაშაძე: პარტიის რეგისტრაცია ვერ შეწყდება, საერთაშორისო ინსტიტუცია მხარს არ დაუჭერს

09 დეკ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამას არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია დაუჭერს მხარს და მსგავსი ფაქტი არ მოხდება. კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე კვლავ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. 

"ვერც ერთი პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტა ვერ მოხდება. ამას არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია დაუჭერს მხარს. მე ევროპული და ამერიკული ინსტიტუციების დიდი მაქვს", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, კობახიძის განცხადება სიტუაციის რადიკალიზაციას ემსახურება, მაგრამ მმართველი გუნდი მიზანს ვერ მიაღწევს.


close დახურვა