„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე, შეერთებულ შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, სენატორმა თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ. ასევე ვაშაძის თქმით, რიშის გამოხმაურება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით აკვირდება იმას თუ როგორ სრულდება 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმება.
„სამწუხაროდ შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოუწია იმისთვის კიდევ ერთხელ ხაზის გასმა, რომ პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეში საქართველოში არსებობენ, იმისთვის ხაზის გასმა, რომ ყველა მხარემ პირნათლად უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულებები და იმის ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულ ყურადღებას აქცევს იმას როგორ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგეხსენებთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მხარეებს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიშიც მოუწოდებს.
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
კუბილიუსის წერილს წერილითვე უპასუხა პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ევროპარლამენტარის წერილის მიმართ შეშფოთება გამოხატა.
ასევე 10 მაისს თალაკვაძემ ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს მოუწოდადაემტკიცებინათ, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე საუბარი არ ყოფილა. ასევე თალაკვაძის თქმით, თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.
გუშინ აშშ-ის საელჩომ და საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელეს.
ფასილიტატორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეების შეთანხმება ორი პუნქტისგან შედგებოდა. რომლის მიხედვითაც, პირველი, საარჩევნო სისტემის შეცვლას შეეხება, ხოლო მეორე ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.
ფასილიტატორების განცხადებას გამოეხმაურა, ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზიგერიც. როგორც ადამ კინზინგერი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალმება მედიატორთა განცხადებას.