logo
ENG



სენატორი რიში: ველი, რომ შეთანხმება შესრულდება, მათ შორის გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები

12 მაი 202009:53
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მხარეებს  შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,  სენატორი ჯიმ რიშიც მოუწოდებს.

,,ველი, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტში მიღწეული შეთანხმების პირობებს, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით'',- წერს ამერიკელი სენატორი.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  კიოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტატორთა განცხადებას ეხმაურება. როგორც ადამ კინზინგერი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალმება მედიატორთა განცხადებას. ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს - ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ელჩების განცხადებას წინ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი უძღოდა, სადაც განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  სწორედ თალაკვაძზემ მოუწოდა ელჩებს გაემჟღვანებინათ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული საკითხი.

გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილი აფრთხილებს მთავრობას, რომ მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთხელ ჩაგდება მისი იმიჯისთვის დამღუპველი იქნება.  „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თავადაც ადასტურებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარს. მისი თქმით, ეს ეხებოდა პოლიტიკოსებსა და მედიამენეჯრებს, ასევე, მედიასაშუალებების მფლობელებს.


close დახურვა