სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტია, რომელთა შორის არიან ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ოთხეული, ხოლო მათ სათავეში კი ირაკლი კობახიძეა.
"ჩვენი ინფორმაციით დღეს, საქართველოს პარლამენტში, უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის დაახლოებით არის რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტი. მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებულად გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი, ირაკლი კობახიძე. დიახ, ის გახლავთ რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ პირდაპირ ეთერში, ისიც კი გამება, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც კი გააპრავა. დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელიც დღისით-მზისით გვეუბნება, რომ თურმე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არ სჭირდება. არც აბრაამსები სჭირდება, არც ჰაიმარსები და პატრიოტები."- ამბობს გიორგი ვაშაძე.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლის შემდეგ ბელარუსის მხრიდან ამ ე.წ ვიზიტის შესახებ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აფხაზეთი არაა ნახსენები, რაც კობახიძის აზრით, აჩენს იმედს, რომ ბელარუსი შეინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას.
ირაკლი კობახიძის თქმით, დრეს ლუკაშენკოს ოფიციალურ გვერდზე ეწერა რომ პრეზიდენტი შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო ჩასული და კობახიძის აზრით, ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, მას შემდეგ, რაც გუშინ თავად ლუკაშენკომ მოიხსენია ეს ჩასვლა აფხაზეთში ვიზიტად.
პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი იმის მანიშნებელია, რომ „ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით“ და მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.