logo
ENG



ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

26 თებ 202120:11
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონიძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის 2 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო პროკურატურამ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი წარდგენი ბრალდებას არ აღიარებენ. 

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულ პირებს პორკურატურამ ბრალი წარუდგინა და საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით უკვე მიმართა. 

დაკავებულების მიმართ წარდგენილი საბრალდებო მუხლები ძალადობით ან ძალადობის მუქარით განხორიციელებულ დევნას, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და ძალადობას გულისხმობს. 

გიგაური, სახელაშვილი და საყევარაშვილი ფორმულას ტელეწამყვანს ჟურნალისტური საქმიანობის გამო გუშინ, 25 თებერვლის დილას დაესხნენ თავს, როდესაც სანაია ნათესავთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და ავარიული სიტუაციიდან კუთვნილი მანქანის ამოყვანას სამაშველო სამსახურების დახმარებით ცდილობდა. თავდასხმის შედეგად სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. 

ბრალდებულები სამართალდამცველებმა გუშინვე დააკავეს, მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის განხორციელებაში ედებოდათ. 

სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა ამერიკის საელჩომ, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილმა, პოლიტიკურმა ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა და კრიტიკულმა მედიაწრეება დაგმეს. ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა და კრიტიკულმა მედიაგამოცემებმა ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმა მედიის წრამომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიულ, სიძულვილის ენით სავსე რიტორიკას დაუკავშირეს. 

ახლადდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილა განაცხადა, რომ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას სახელმწიფო "ადეკვატურ" პასუხს გასცემდა, თუმცა პრემიერის საჯარო პოზიციის მიუხედავად, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა თავდასხმა ერთმნიშვნელოვნად არ დაგმო და ფორმულას ტელეწამყვანს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული საქმიანობა შეახსენა. 

თავდასმხაში მონაწილე პირების იდენტიფიკაციის პროცესში, ფორმულამ დაადგინა, რომ ვაჟა გიგაური, რომელიც სანაიას თქმით, მის წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის მთავარი ინიციატორი იყო, კორცხელის დარბევაში მონაწილე გიორგი გიგაურის ნათესავია. 

ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ასევე გაარკვია, რომ ბრალდებულები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან. გეგეშიძე, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტსმენია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო.

გეგა გეგეშიძის სახელს უკავშირდება 2016 წელს სოფელ კორცხელში, ოპოზიციის წინააღმდეგ სპორტსმენების მობილიზაციაც.


close დახურვა