logo
ENG


იონათამიშვილი: როცა ოხანაშვილზე მოხდა ძალადობრივი პროვოკაცია, ბევრი იცავდა მოძალადეს
  • 1462ნახვები

ვგმობ, ნებისმიერი სახის ძალადობას და სიძულვილს! მით უმეტეს, ჩვენი პოლიტიკური, პროფესიული, ან საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე! ყველაზე მძიმეა, როცა ასეთ დროს, ჩვენი ოჯახის წევრებზე და ბავშვებზე ხდება, თუნდაც ირიბი ძალადობა! ამით, ვახო სანაიას და ანრი ოხანაშვილის შემთხვევა გავს ერთმანეთს. ჩვენი ვალდებულებაა, ძალადობის ნებისმიერი გამოხატვის დროს გვქონდეს საერთო პოზიცია, როგორც სამართლებრივი, ასევე, საზოგადოებრივი, რადგან მკაცრი და მტკიცე რეაქცია, ამავდროულად, არის პრევენცია, რომ მომავალში ძალადობის ფაქტები აღარ ხდებოდეს!
სამწუხაროდ, მახსოვს, როცა ანრი ოხანაშვილის მიმართ მოხდა ძალადობრივი პროვოკაცია, ბევრი იცავდა მოძალადეს. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ღირს ამად და იმედია, ამ შემთხვევაში მაინც გვექნება ყველას საერთო პოზიცია. სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას და მადლობა სამართალდამცავებს, რომ მყისიერად მოახდინეს რეაგირება და მოძალადეები დააკავეს შემთხვევის ადგილზე

ასე ეხმაურება Facebook-ზე მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი ფორმულას ტელეწამყვანზე ვახო სანაიაზე თავდასხმას.



ასევე ნახეთ
close დახურვა