logo
ENG



ვგმობთ თავდასხმებს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ - ევროკავშირის წარმომადგენლობა

29 ივნ 202018:17
3 წუთის საკითხავი
 
a71at1ehw4p98u4.jpg

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის ელჩის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირი ყველას მხარეს მოუწოდებს, უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან თავი შეიკავონ.

"ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. აღნიშნულს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დიპლომატს "ქართული ოცნების" ლობისტი უწოდა, "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ კი, განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, გერმანიას საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყოლოდა. ჰუბერტ ქნირშის განცხადება უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. ამის შემდეგ ელჩის კრიტიკას მმართველი პარტია გამოეხმაურა და დიპლომატს ბოდიში მოუხადა.


close დახურვა