კადრები, რომელსაც ახლა ნახავთ გროზნოში გადაღებული არ გეგონოთ. ეს საქართველოში ხდება. რესტორანში ქეიფის ფონზე პისტოლეტითა და ავტომატით ჰაერში ისვრიან. ღვინის ჭიქით ხელში და ცეცხლსასროლი იარაღებით სროლის კადრები სოციალურ ქსელში მოხვდა. მარანი ჰოლის ადმინისტრაციამ ამის შესახებ პოლიციას არ აცნობა. გამოძიება მომხდარიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ დაიწყო, რაც ფაქტი გახმაურდა. ვინ არიან პირები, რომლებიც ვიდეომასალაში ჩანან - ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მეგობრების კანონდარღვევას მშვიდად ადევნებს თვალყურს, ქართულ ოცნებასთან დაახლოებულია
ვინ არიან პირები, რომლებიც რესტორანთან იარაღს ისროდნენ
10 ივნ 202220:16
3 წუთის საკითხავი