logo
ENG



ვირჯინიაში, Walmart-ში ცეცხლი გახსნეს - დაღუპულია 10-მდე ადამიანი

23 ნოე 202210:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/23/hlytgkdpp6cpzdi.jpeg

ვირჯინიის ქალაქ ჩესაპიკში, Walmart-ში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე ადამიანი.

პოლიციის წარმომადგენლის ლეო კოსინსკის თქმით, მაღაზიაში შესვლის დროს პოლიციამ რამდენიმე დაღუპული და დაჭრილი ადამიანი აღმოაჩინა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

კოსინსკის განცხადებით, თავდამსხმელი სავარაუდოდ გარდაცვლილებს შორისაა.

 


close დახურვა