აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლისა და დიპლომატის, კურტ ვოლკერის განცხადებით, რუსული არმია ცუდ მდგომარეობაშია და მათ წინსვლა აღარ შეუძლიათ.
"თავდაპირველად, რუსეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა აღმოსავლეთ უკრაინაში და კიევის მიმართულებით. მაგრამ ახლა უკრაინელებმა ისინი უკან დახიეს. საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით, [რუსები] წინ არ წასულან მას შემდეგ, რაც შარშან შემოდგომაზე, უკრაინამ ხერსონი დაიბრუნა. რუსებს წინსვლა აღარ შეუძლიათ", - თქვა ვოლკერმა.
მისი თქმით, რუსული ძალები სამხედრო აღჭურვილობის მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან ცდილობენ. ამასთან, ვოლკერი აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი დანაკარგები აქვთ.
"ამასობაში, ისინი [უკრაინელი სამხედროები] თავიანთ რესურსებს აგროვებენ და კონტრშეტებისთვის ემზადებიან. როგორც ჩანს, ეს სერიოზული კონტრშეტევა იქნება", - აღნიშნა დიპლომატმა.