logo
ENG



ვოლსკი: დანაშაული იმდენად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, განზრახ ჩადენილს ჰგავს

25 იან 202218:43
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი: დანაშაული იმდენად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, განზრახ ჩადენილს ჰგავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოლიციელის მხრიდან შშმ მოზარდზე ძალადობის ვიდეო "განზრახ ჩადენის ეჭვებს ბადებს". ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი ფეისბუქზე წერს.

"ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს", - ამბობს ვოლსკი.

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს ერთი პოლიციელი, მისი მეწყვილე კი ძალადობას უყურებს. ამ საქმეზე  25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა ორივე მათგანი დააკავა.

ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობამ სისტემური სახე მიიღო. 


close დახურვა