logo
ENG



ვოლსკი აშშ-ის საელჩოზე: კონკრეტული უარყოფაა საჭირო და ვინმესკენ ხელის გაშვერა არაა სწორი

26 ივლ 202317:14
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩომ უნდა განმარტოს რა ლობისტურ საქმიანობაში იყო ჩართული მათი თანამშრომელი და რატომაა ის FARA-ს ანგარიშში.

"თუკი FARA-ს ანგარიშში მოხსენიებულია საელჩოს თანამშრომელი და მითითებულია თანხა, რომლის რეალიზებაში, გახარჯვაში მითითებულია, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული. კონკრეტული უარყოფაა საჭირო და ვინმესკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს ხელისუფლებისაკენ არ არის სწორი და არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას და აშშ-ის იმიჯსაც. სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს. რა სახის აქტივობებში იყო ეს ადამიანი ჩართული, იყო თუ არა, და რატომ არის ამ მისი გვარი ამ ანგარიშში მითითებული", - აღნიშნავს ვოლსკი.

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება სამთავრობო მედიების მიერ ლობიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.

საელჩო ამ ინფორმაციას "მავნებლურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოითქვა.


close დახურვა