logo
ENG



ვოლსკი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე:ეს პრეზიდენტის კომენტარით გადასაწყვეტი თემა არაა

29 იან 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ამაზე აუცილებელია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ლავროვის შესაძლო ვიზიტი პრეზიდენტის კომენტარით გადასაწყვეტი არაა.

„ეს არ არის ჩემი და არც პრეზიდენტის კომენტარით გადასაწყვეტი თემა. ამ საკითხზე ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიური კონსულტაციები გვმართებს. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩავატარეთ თბილისში, ამასთან დაკავშირებით ვალდებულებები შევასრულეთ. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც კანონი ჰქონდა დარღვეული და გარკვეული სანქციებიც მივიღეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისის მერი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან გვექნება კონსულტაციები, რადგან ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. მივიღებთ ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას. ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროინტეგრაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაისში ევროსაბჭოს ასამბლეის ფარგლებში ქვეყანა გვერდს აუვლის ეროვნულ კანონმდებლობას და ყველა ქვეყნის დელეგაციას მიიღებს .


close დახურვა