logo
ENG



ვოლსკი ჟურნალისტებს: რა აგეწვათ ამისთანა, ტყუილი თქვით და გპასუხობენ

26 ივნ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 
9ad39x4ftuc00nh.png

"რა აგეწვათ ამისთანა" - მმართველი გუნდის ერთერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია ფორმულასა და მთავარი არხის  ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა.

დეპუტატი გააღიზიანა შეკითხვამ თბილისის მერის შესახებ, რომელმაც "ფეიკ-ნიუსებთან" ბრძოლის საბაბით  კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ  კამპანია წამოიწყო.

"რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით, ტყუილი თქვით, დააბრალეთ ადამიანს და პასუხს გაძლევთ. 'ფეიკ ნიუსების' საამქრო თუ ცეხი რომ გაქვთ გახსნილი, რა გეწყინათ ამისთანა, პასუხი გაგცეს",- უთხრა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ჩართვაში ტელეკომპანია ფორმულა და მთავარი არხი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, მერია "ფეიკ ნიუსთან" ბრძოლას იწყებს და მერიისა და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციიას გამავრცელებლებს "ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ".

აღსანიშნავია, რომ  Facebook-მა თავისი პლატფორმიდან, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ქართული ანგარიში, კერძოდ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22  ანგარიში  გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

 


close დახურვა