logo
ENG



ვოლსკი სააკაშვილზე: სამართლებრივად უნდა შეაფასოს სასამართლომ და არა გლუკსმანმა თუ ლუკსმანმა

13 დეკ 202214:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/nuxwg75xxuho6xt.jpg

სააკაშვილთან დაკავშირებით, ნებისმიერ განცხადებას, რასაკვირველია, წინ უძღვის მოლაპარაკება, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორ შეიძლება მისი ფაქტორი გამოყენებული იყოს აი ამ ბრძოლაში. ასე რომ, სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, უნდა ისაუბროს პირველ რიგში, ჯანდაცვის ექსპერტმა და რასაკვირველია, ამასთანავე სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, გლუკსმანმა თუ ლუკსმანმა, ნებისმიერმა ადამიანმა, გინდა ევროპარლამენტარი იყოს. არ შეიძლება ამ ფაქტორის დაკავშირება ევროინტეგრაციის თემასთან. სააკაშვილი დამნაშავეა, ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ის დანაშაულები, რომელზეც დღეს, სასამართლოში მიდის მსჯელობა.


close დახურვა