logo
ENG



ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოზე: რა გარიგება მოხდა, ჩალით ხომ არაა ქვეყანა დახურული

23 ივნ 202014:56
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მოსამართლეები თავად წყვეტენ თუ ვინ გახდება თავმჯდომარე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გარიგება სასამართლოში მერაბ ტურავას მხარდასაჭერად არ მომხდარა.

„ტურავას თუ დაუჭერენ, კობახიძეს ისინი დაუჭერენ მხარს? ტუტუცობას რომელიმე იტყვის, არ ხართ ვალდებული გაიმეოროთ. რა გარიგება მოხდა, ჩალით ხომ არაა ქვეყანა დახურული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარისგან თავს იკავებს უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.

„საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ხდება, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და კომენტარისგან თავს შევიკავებ. განვახორციელეთ ცვლილება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც ეს ყოფილიყო მხოლოდ საკონსტიტუციო მოსამართლეთა გადასაწყვეტი საკითხი და თავად გადაწყვეტენ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე“, - განაცხადა კახიანმა. 

„ფორმულას“ექსკლუზიური ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის მხარდაჭერა, სასამართლოს ე.წ. კლანმა ძმის დაწინაურების სანაცვლოდ მოიპოვა.


close დახურვა