logo
ENG



ვოლსკი ფრენების გადადებაზე: უნდა დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხო დერეფნები ეფექტურია

27 ივნ 202017:50
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ფრენების გახსნა მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლება ე.წ. მწვანე დერეფნების  სათანადოდ მუშაობაში უნდა დარწმუნდეს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თუ ფრენების თვალსაზრისით მდგომარეობა არ იქნება დაცული, ქვეყანაში შესაძლოა პანდემიური ვითარება დამძიმდეს.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენს სამეზობლოში, ასევე ზოგადად. არანაკლებ ცუდი მდგომარეობაა ეკონომიკის თვალსაზრისით. ანუ ჩვენ გვაწყობს ეკონომიკის გახსნა, ფრენების გახსნა, საგზაო შეტყობინების გახსნა, მაგრამ რეალურად ჩვენ მყარად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ უსაფრთხო დერეფნები არსებობს, მუშაობს და ეფექტურია. თუკი ვითარება ხელიდან გაგვექცა, კონკრეტულ ქვეყნებს არ დავასახელებ, ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემა "ლე მონდის"ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. 

ორგანიზაციას სია ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, მედიის ცნობით, 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა საზღვრების გახსნის კრიტერიუმები შეათანხმეს და სია განიხილეს, რომელშიც მოსალოდნელი 50-ის ნაცვლად, მხოლოდ 14 ქვეყანაა შესული. ესენია: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, სერბეთი, მონტენეგრო და საქართველო. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს პანდემიის პერიოდში უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს, საერთაშორისო ფრენების აღდგენა მთავრობამ დაანონსებული პირველი ივლისიდან ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადასწია.  


close დახურვა