logo
ENG



ვხედავთ სასამართლოს შებოჭვას და ჯიბეში ჩადებას-ლელო როინიშვილის დანიშვნაზე

29 მაი 202012:55
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაეს სასამართლოს პროცესის გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებენ. ამასთან, მესამე სექტორი კენჭისყრის გადადებას მოითხოვს. 

ცოტა ხნის წინ სასამართლოსთან პოლიტიკური მოძრაობა "ლელოც" იმყოფება. "ლელოში" ამბობენ, რომ ამგვარი ქმედებები არამხოლოდ სასამართლოს იმიჯზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად ისახება. 

"სწორედ "ქართული ოცნების" მიერ გატარებული ე.წ. რეფორმის შედეგია ის, რომ კონსტიტუციის დარღვევით უზენაესი სასამართლო დღეს დანიშნავს ადამიანს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში კონსტიტუციის მთავარი დამცველი უნდა ყოფილიყო. ძალიან კარგად იცის კლანმა და "ქართულმა ოცნებამაც" რომ სასამართლოში ამგვარი პოლიტიკის გატარება არის არამხოლოდ ხელისუფლების მიტაცება, არამედ ეკონომიკაზეც ისახება ეს ნეგატიურად. ვხედავთ სასამართლოს შებოჭვას და ჯიბეში ჩადებას. ერთადერთი გამოსავალია სასამართლო სისტემის სრული განახლება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზაზა თავაძეს 10-წლიანი მუშაობის ვადაა ამოეწურა. ახლა იგი სასამართლოს თავმჯდომარეა. 


close დახურვა