logo
ENG



ზ.ხ-ს მამა - შაქარაშვილის ბიძა კარიერისტია, უნდა, ყველაფერი მალე მორჩეს და ქულები დაიწეროს

31 ივლ 202013:16
3 წუთის საკითხავი
clock 4537

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა შაქარაშვილის ნათესავს მირიან ნიკოლაძეს  "კარიერისტს" უწოდებს და ამბობს, რომ მას "არჩევნებისთვის ქულების დაწერა" სურს.

„ბიძამისი ხო კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი რა მოილაპარაკა, მაგრამ განადგურებულია ის ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, მანდ მორჩა ყველაფერიო, თუ მორჩა, რატომ იცავენ იმ ადგილს. რაზეც ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს, ყველაფერს ხელს აფარებს, მთავარია მალე მორჩეს ეს ყველაფერი, რომ არჩევნებზე რაღაც ქულები დაიწეროს“, - ამბობს ის.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობს. არასრულწლოვნებს შორის არის დაკავებული ზ.ხ, რომელიც "ტოიოტა ქამრის" ერთ-ერთი მგზავრია.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

 

 

 

 


close დახურვა