![2022/09/30/b8uxooczld679uc.png](/uploads_script3/articles/2022/09/30/b8uxooczld679uc.png)
დილით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს გასასვლელში სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
"ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა." - ამის შესახებ Telegram-ზე Zaporizhia OVA-ს თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.
"ხალხი რიგში იდგა იმისათვის, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე წასულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ." - წერს სტარუხი.
მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვის დათვლა. მსხვერპლთა შორის, არიან მელიტოპოლის მცხოვრებლები.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.