logo
ENG



ზაურ დარგალი: ამირან გიორგაძე ძალადობაში არ მონაწილეობდა, ეს არის ტყუილი

03 ოქტ 202015:32
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მარნეულში მომხდარი თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის ბრალდება მარნეულის საკრებულოს ხელმძღვანელის ამირან გიორგაძის მისამართით სიცრუე და ტყუილია, რადგან ის ძალადობაში არ მონაწილეობდა.

"ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია. რაც შეეხება ამირან გიორგაძეს, ეს არის სრული სიცრუე, ტყუილი. ის არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ამირან გიორგაძეს პრობლემა შეუქმნას, რადგან მას მოსახლეობაში კარგი ავტორიტეტი აქვს, თუმცა მათ არაფერი არ გამოუვათ, რადგან ამასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტები არ არსებობს", - განაცხადა ზაურ დარგალმა.

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულში აქცია გამართამათი თქმით, ხელისუფლებას დღეს დაკავებულ 2 ადამიანზე სურს "ხელების შეწმენდვა, თუმცა ეს არ გამოუვა, რადგან ჩხუბში საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა", მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრი, შერმადინ ბოჭოიძე.

სექტემბრის თვის ბოლოს მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა - 29 სექტემბერს. ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ის აქტივისტებს. 

თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვდნენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები.


close დახურვა