logo
ENG



ზელენსკი: 9 000 მოკული რუსი ერთ კვირაში - ისინი დაკარგული ბავშვები არიან, არა მეომრები

03 მარ 202203:22
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: 9 000 მოკული რუსი ერთ კვირაში - ისინი დაკარგული ბავშვები არიან, არა მეომრები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 კვირის განმავლობაში 9 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს, უკრაინა გვამებით იყოს დაფარული და ახალგაზრდა რუს სამხედროებს მოუწოდა ჯართან ერთად უკან დაიხიონ, რათა გადარჩნენ.

„თითქმის 9 000 მოკლული რუსი ერთ კვირაში. ნიკოლაევსკის მიმართულებით მათ მოუწევთ ორასეულები და სამასეულები ათობით ვერტმფრენით გადაიყვანონ.

ისინი [სამხედროები] 19 წლისები, 20 წლისები არიან. ისენი არ არიან ომის მეომრები. ისინი დაკარგული ბავშვები არიან, ვინც გამოიყენეს. რა უნახავთ მათ ცხოვრებაში გარდა ამისა, ამ შეჭრისა უცხო მიწაზე?

წადით სახლში თქვენს მთელ არმიასთან ერთად. უთხარით თქვენს მეთაურს, რომ სიცოცხლე გინდათ, რომ არ გინდათ მოკვდეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ მიმართვაში.

ზელენსკის თქმით, ამჟამინდელი ომი უკრაინაში მათთვის სამამულო ომია, რომელშიც მას სჯერა რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

"ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, ეს არის სამამულო ომი. ჩვენ გვახსოვს, როგორ იწყება ასეთი ომები. და ჩვენ ვიცით, როგორ მთავრდება ისინი დამპყრობლებისთვის! სადაც არ უნდა წავიდნენ, მათ ყველგან გაანადგურებენ. ოკუპანტები უკრაინელებისგან პასუხს მიიღებენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 


close დახურვა