logo
ENG



ზელენსკი: NATO-ს თვითმფრინავები საწყობში მტვრით იფარება, ჩვენ მხოლოდ 1%-ს ვითხოვთ

27 მარ 202213:14
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: NATO-ს თვითმფრინავები საწყობში მტვრით იფარება, ჩვენ მხოლოდ 1%-ს ვითხოვთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის თვითმფრინავების, ტანკების, სარაკეტო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდებს.

ზელენსკი აცხადებს, რომ NATO-ს ხელთ არსებული შეიარაღების 1% საკმარისი იქნება უკრაინისთვის მტერთან გამკლავებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა გუშინდელ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა მტრის ავიაციას იარაღით ვერ გაუმკლავდება, NATO-ს თვითმფრინავები და მძიმე შეიარაღება კი, რომელსაც უკრაინისა და "მთლიანი ევროპის თავისუფლების დაცვა შუეძლია საწყობებში მტვრით იფარება"

"დღეს მე ორჯერ ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას, ჩვენს ხალხზე, ვინც უსაფრთხოება პოლონეთში იპოვა. და [ვესაუბრე] ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებაზე. ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებასა და რეალურად, ყველა ევროპელის უსაფრთხოებაზე.

რა არის ამ უსაფრთხოების ფასი? ეს [ფასი] ძალიან კონკრეტულია. ეს არის თვითმფრინავები უკრაინისთვის. ეს არის ტანკები ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს ანტი-სარაკეტო თავდაცვაა. ეს ანტი-საზღვაო შეიარაღებაა. ეს ისაა, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. ეს ისაა, რაც მათ საწყობებში უბრალოდ მტვრითაა დაფარული. ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ უკრაინაში თავისუფლებისთვის არაა - ეს ევროპაში თავისუფლებისთვისაა.

რადგან შეუძლებელია, [ევროპის] კონტინენტზე ყველასთვის მისაღები იყოს თუ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, სლოვაკეთი და მთელი აღმოსავლეთ ევროპა რუს ოკუპანტებთან შეტაკებების რისკის ქვეშაა.

რისკის ქვეშ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ NATO-ს მთელი თვითმფრინავების მხოლოდ ერთი პროცენტი დატოვეს სადღაც ანგარებში [თვითმფრინავების შესანახი საწყობი]. ერთი პროცენტი! ჩვენ ამაზე მეტს არ ვითხოვდით. და ჩვენ არ ვითხოვთ ამაზე მეტს. და ჩვენ უკვე 31 დღეა ვიცდით!", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

 

close დახურვა