logo
ENG



ზელენსკი: ახლაა დრო, რომ ევროკავშირმა სომხეთს რეალური მხარდაჭერა გაუწიოს

08 ივნ 202612:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/uzssu9wzhhvxb8l.png

ვულოცავ სომხეთს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო ნიკოლ ფაშინიანს - გამარჯვებას.

ეს ასევე არის სომხეთის სუვერენიტეტის, თქვენი დამოუკიდებლობისა და თქვენი უფლების გამარჯვება, იცხოვროთ ისე, როგორც თავად აირჩევთ. წარმატებებს გისურვებთ.

უკრაინა მზად არის გააფართოოს ჩვენ შორის თანამშრომლობა და სწორედ ახლაა დრო, რომ ევროკავშირმა სომხეთს რეალური მხარდაჭერა გაუწიოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანებმა იგრძნონ, როგორ უმჯობესდება მათი ცხოვრება ევროპასთან ურთიერთობის წყალობით.

ეს ევროკავშირის გამოცდაა. მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დაიკარგოს და შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული.


close დახურვა