logo
ENG



ზელენსკი: ომში გარდამტეხი მომენტი, შესაძლოა, მარტში დადგეს

02 დეკ 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/02/z2o3d8v2w6u2yb0.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომში გარდამტეხი მომენტი, შესაძლოა, მარტში დადგეს. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ გვესმის, რომ რუსეთში არჩევნები არადემოკრატიულია. ყველამ იცის, რა შედეგი იქნება. ეს, შესაძლოა, არალეგიტიმური არჩევნები იყოს, რომელსაც მსოფლიო არ ცნობს.

აქ "თამაში" უკვე ცივილიზებული სამყაროს დასავლელი ლიდერების მხარეზე იქნება - აღიარონ თუ არა [არჩევნები]. სხვათა შორის, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი დადგეს - პრეზიდენტ პუტინის ლეგიტიმურობა", - ამბობს ზელენსკი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მეხუთე ვადით კენჭისყრას აპირებს.


close დახურვა