უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა უკრაინაში უკვე 500-მდე ბავშვი მოკლეს.
"რუსული აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების სიაში უკვე სულ მცირე 500 ბავშვი შედის. ეს ბავშვები შეიძლება ყოფილიყვნენ ცნობილი მეცნიერები, მხატვრები, [ოლიმპიური] თამაშების ჩემპიონები, შეექმნათ უკრაინის ისტორია. ისინი [უკრაინელი ბავშვები] რუსული იარაღითა და სიძულვილით მოკლეს. [რუსები] ყოველდღიურად ართმევენ უკრაინელ ბავშვებს სიცოცხლეს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, დაშავებული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელია აქტიური საომარი მოქმედებებისა და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 485 ბავშვი დაიღუპა, 1005-ზე მეტი კი დაშავდა.