logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს

13 ოქტ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/ubpcqhym1oxmpq4.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს და ევროპას მოსთხოვოს Nord Stream-2-ის გამოყენება განაახლოს. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში გააკეთა.

"მათ ააფეთქეს Nord Stream-1. შემდგომში ისინი უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიშს მიიტანენ. იმისთვის, რომ ისინი [რუსეთი] არ დაადანაშაულონ, თავიანთ ტერიტორიაზე ტერაქტს მოაწყობენ...თავისთან რაღაცას ააფეთქებენ, ჩვენ დაგვადანაშაულებენ, რომ შემდგომში ჩვენი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანონ და თქვან "რეაგირება მოვახდინეთო". პუტინი ეტყვის ევროპას, რომ არ არსებობს გაზის მიწოდების შესაძლებლობა და უნდა ამოქმედდეს Nord Stream-2..., საჭიროა სანქციების გაუქმება, სხვა შემთხვევაში ევროპა უკრაინის გამო გაზის გარეშე დარჩება", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი ფიქრობს, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს ევროპის ენერგეტიკული სისტემის აფეთქებას, საჭიროა პოზიცია, რომ "Nord Stream-2 არ ამოქმედდება და სანქციები არ გაუქმდება".

31 აგვისტოს რუსეთმა ევროპას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება შეუწყვიტახოლო 27 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გაჟონვა ერთმანეთთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენებზე მოხდა.

 

 


close დახურვა